ბარბაროსები

სიტყვა ბარბაროსის განმარტება დღევანდელობაში შეიძლება განვიხილოთ როგორც არაცივილიზებული, უკულტურო ან დაბალი ზნეობის მქონე ადამიანი.

ხოლო სიტყვის მრავლობითი ფორმა თავისთავად ასეთი ადამიანების გაერთიანებას უნდა აღნიშნავდეს. აღსანიშნავი ფაქტი კი ისაა, რომ ეს ძველბერძნული სიტყვაა და ძველი ბერძნები ასე იმ ადამიანებს ეძახდნენ, ვინც არ იყო არც ბერძენი და შესაბამისად არც ბერძნულად საუბრობდა. ბერძნები ამ ხალხს ამ სახელით იმიტომ მოიხსენიებდნენ, რომ ბარბაროსთა ლაპარაკის დროს ესმოდათ ” ბარ–ბარ”.

III – IV საუკუნეებში რომის იმპერია ჯერ კიდევ ვრცელი და ერთიანი იყო. წარმოიდგინეთ მისი სიგრძე-სიგანე: დღევანდელი ესპანეთიდან შუამდინარეთამდე, ბრიტანეთიდან აფრიკამდე. ყველა გზა ჯერ კიდევ რომისკენ მიდიოდა. მდიდარიც იყო რომის სახელმწიფო. ეს სიმდიდრე იქმნებოდა როგორც რომაელთა შრომით, ისე სხვა ქვეყნების დაპყრობით, იქაური ხალხის ძარცვითა და მათი მონებად გადაქცევით. დამპყრობელი არავის უყვარს, არც თავისუფლებას გაცვლის ვინმე მონობაზე. რომის წინააღმდეგ აჯანყებები ხან ერთ ქვეყანაში იფეთქებდა, ხანაც მეორეში. ეს ყველაფერი საგრძნობლად ასუსტებდა იმპერიას.
იტალიას ჩრდილოეთით ალპების ქედი ესაზღვრება. იმის იქით კი, ჩრდილოეთის ზღვამდე ვრცელი ვაკეა. ამ ადგილებში, ტყეებსა და ველებზე, უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ სხვადასხვა მოდგმის ტომები, რომლებსაც რომაელები, საერთო სახელს, ბარბაროსებს უწოდებდნენ. რომაელებთან შედარებით ბარბაროსები საგრძნობლად ჩამორჩენილები იყვნენ. მართალია მათ კარგად არ იცოდნენ მიწის დამუშავება, მაგრამ სამაგიეროდ ეხერხებოდათ ნადირობა, თევზჭერა და საქონლის მოვლა. ბარბაროსებს ტანზე უმეტესად ცხოველის ტყავი ემოსათ და ტყავისავე ქალამნები ეცვათ. ისინი თემებად და ტომებად ცხოვრობდნენ. მათ თავისუფლება უყვარდათ და საკმაოდ მძიმე იყო მათი ცხოვრების ნირი. უჭირდათ რა საკვების მოპოვება, საკმაოდ ხარბები იყვნენ, თუკი სადმე ნადავლს, მოსატაცებელს წააწყდებოდნენ, იტაცებდნენ.
ბარბაროსებს რომში გერმანელების სახელით იცნობდნენ. „ძველი გერმანელები“ – ეს არის საერთო, ზოგადი სახელი ყველა იმ ბარბაროსი ტომისა, რომელიც ცხოვრობდა რომის საზღვრებთან ან უფრო შორს, რაინის შესართავიდან ბალტიისპირეთამდე. ამ ტომების რაოდენობა რამდენიმე ათეულს ითვლიდა. მათში ჯერ კიდევ გვაროვნულ-თემური წყობილება ბატონოდბა. ძველ გერმანელებში ტომის საქმეებს სახალხო კრება ან უხუცესები წყვეტდნენ. თითოეულ ტომს ჰქონდა თავისი ადათ-წესები, ჰყავდა მფარველი ღვთაებები, ჰქონდა თავისებური, ბარბაროსული სამართალი. ძველი გერმანელები, განსაკუთრებით ისინი, ვინც იმპერიის საზღვრების სიახლოვეს ცხოვრობდნენ, ბევრ რამეს სწავლობდნენ რომაელებისგან. ამასთან, შურითა და სიხარბით უყურებდნენ რომაულ პროვინციებს. რომაელთა გაბატონებას ძველი გერმანელები ვერ ეგუებოდნენ. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ახალი წელთაღიცხვის დასაწყისში ერთ-ერთი გერმანული ტომის ხერუსკების ბელადის, არმინიუსის მეთაურობით აჯანყდნენ ბარბაროსები რომაელების წინააღმდეგ, ტევტობურგის ტყეში დაამარცხეს რომაელთა სამი ლეგიონი და განდევნეს ისინი თავიანთი სამშობლოდან. ამის შემდეგ რომი იძულებული გახდა თავდაცვაზე გადასულიყო.
III – IV საუკუნეებში, რომის საზღვრებიდან უფრო შორს მცხოვრები ბარბაროსები, საარსებო საშუალებათა მოსაპოვებლად, აიყარნენ თავიანთი ადგილებიდან და დაიძრნენ რომის საზღვრებისაკენ და სხვადასხვა მხრიდან: ბაკლანეთიდან, დუნაისპირეთიდან, რაინის მხრიდან მიადგნენ რომის იმპერიას. რომი თავდაცვაზე გადავიდა. ბარბაროსთა შესაკავებლად რომმა ჯერ კიდევ I საუკუნეში დაიწყო რაინისა და ზემო დუნაის გასწვრივ თავდაცვითი ზღუდეების აგება. აქ ააგეს ე.წ. რომაული სიმაგრეები, სანგრები, რომლის საერთო სიგრძე 500 კილომეტრზე მეტი იყო. ფართო თხრილი მაღალი მესერით იყო დაცული, შიგადაშიგ კოშკები და საგუშაგოები ჰქონდა ჩატანებული. ეს სიმაგრეები დროებით იცავდა რომის ჩრდილოეთ საზღვრებს. II – III საუკუნეების მიჯნაზე ბარბაროსებმა ( კვადებისა და მარკომანების ტომებმა ), გადალახეს ზემო დუნაისპირა რომაელთა ზღუდეები და დაარბიეს რომის პროვინციები. საიმპერატორო ხელისუფლება იძულებული იყო, მათთვის საცხოვრებლად დაეთმო რომის ტერიტორიები. ჩასახლებული ბარბაროსები რომისათვის ფედერატებად ანუ მოკავშირეებად ითვლებოდნენ. მცირე გადასახადებსაც იხდიდნენ, თუმცა რეალურად თავისუფალნი იყვნენ.
III საუკუნის შუა ხანებში რაინის საზღვრები გადალახეს ფრანკებმა, სვევებმა და სხვა ტომებმა. ამავე დროს, ბარბაროსული ტომების რომის საზღვრებისაკენ მოძრაობა აღინიშნება აღმოსავლეთითაც, ქვემო დუნაისპირეთსა და ბალკანეთის მიმართულებით. ესენი იყვნენ გოთთა მრავალრიცხოვანი ტომები. ქვემო დუნაიზე და შავიზღვისპირეთში მათ ორი ტომობრივი გაერთიანება შექმნეს: ვესტგოთებისა და ოსტგოთების. გოთები მჭიდროდ მიუახლოვდნენ რომის საზღვრებს და მიმდებარე პროვინციებს არბევდნენ. ჩრდილოეთის ძველმა გერმანელმა ტომებმა – ანგლებმა და საქსებმა ბრიტანეთისაკენ იწყეს მოძრაობა. დასუსტების გზაზე მდგარი საიმეპრატორო ხელისუფლება, მეტი გზა როომ არ ჰქონდა, ხან ერთ ტერიტორიას უთმობდა ბარბაროსებს, ხან მეორეს.
IV საუკუნის შუა ხანებში რომის იმპერიის ბალკანეთისპირა საზღვრებში გოთები შეიჭრნენ. გოთებს სხვა ბარბაროსები მიჰყვნენ ჩრდილო-დასავლეთიდან, გალიიდან ფრანკები და სხვანი იმუქრებოდნენ. ხსნა არსაიდან იყო, ახლოვდებოდა დიადი რომის აღსასრული !

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s